პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, შეწყალების საქმეზე დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი

გენერალურ პროკურატურაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

„ინტერპრესნიუსმა“ პროკურატურას შესაბამისი შეკითხვით მიმართა, თუმცა უწყებაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ „ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის შესაბამისად“.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, შეწყალების საქმეზე დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი

გენერალურ პროკურატურაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

„ინტერპრესნიუსმა“ პროკურატურას შესაბამისი შეკითხვით მიმართა, თუმცა უწყებაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ „ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის შესაბამისად“.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა