საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება-მიწოდება თითქმის აღადგინა

საუდის არაბეთმა ნავთობმრეწველობის ობიექტებზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ ნავთობის ძირითადი მოპოვება პრაქტიკულად აღადგინა. ამის შესახებ „ოპეკ“-ის გენერალურმა მდივანმა მოჰამედ ბარკინდომ განაცხადა.

„საუდის არაბეთმა მოპოვების ძირითადი მოცულობა პრაქტიკულად მთლიანად აღადგინა და ობიექტების კაპიტალურ რემონტზე ზრუნვაც უკვე დაიწყო. შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ, ეს უბედური შემთხვევა უკან მოვიტოვეთ“, - განაცხადა ბარკინდომ ყაზახეთში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

14 სექტემბერს, ნავთობმრეწველობის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთის ექსპორტი დღეში 9,8 მილიონი ბარელიდან 5,7 მილიონი ბარელით შემცირდა. საუდის არაბეთი 11 მილიონამდე სიძლავრის აღდგენას სექტემბრის ბოლოსთვის აპირებს, 12 მილიონამდე - ნოემბრის ბოლოსთვის.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა