საქართველოს პრემიერის მრჩეველი ზალკალიან-ლავროვის შეხვედრაზე - საერთაშორისო პარტნიორები გვირჩევდნენ, რომ აუცილებელია კონტაქტი, რომელიც მიმართული იქნება მდგომარეობის დეესკალაციისკენ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ყოველ შემოდგომაზე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები არის პოლიტიკური ეპიცენტრი, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყრის თავს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, როგორც აქამდე, ვიდრე გაეროს გენერალური დებატები დაიწყებოდა, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმ ძალიან დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც არსებობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ. ყველასათვის ცხადი იყო, რომ ამ დონის ესკალაცია ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლებია, ვცხოვრობთ ოკუპაციის რეჟიმში, უკვე ვხედავთ, რომ მიდის აქტიური მილიტარიზაცია, ვხედავთ, რომ არის პროვოკაციული ქმედებები, გახშირებულია ჩვენი მოქალაქეების გატაცებები და ამ რეალობას ყველა კარგად აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობაში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩევლის თქმით, ქართულმა მხარემ გაეროს ფორმატი გამოიყენა, რომ ამ საკითხების აქტუალიზაცია ყოფილიყო.

„ყველამ კარგად დაინახა, რომ აუცილებელი იყო და რჩევაც არსებობდა, რომ აუცილებელია კონტაქტი, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ. რაც შეეხება შვეიცარიის მონაწილეობას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს, ქართული ინტერესების გამომხატველია და მათი ინიციატივით ეს კომუნიკაცია შედგა. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზების ფონზე იყო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ გაცხადებული საერთაშორისო პოლიტიკა გვაქვს, რომ ოკუპაციასთან მიმართებაში ვმოქმედებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათთან კოორდინაციით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვახდინოთ არსებული ვითარების დეესკალაცია. ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია. ეს ღონისძიება, რომელიც გაეროში ტარდება, დანახული იყო შესაძლებლობად, შესაბამისად, ეს დაკოორდინირდა და ამის ფონზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანი ვითარების დეესკალაციაა და რა თქმა უნდა საუბარია იმაზე, რომ ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელზეც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ეს არის მიუღებელი ყველასთვის, ეს არის მიუღებელი ჩვენთვის და აუცილებლად საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს