რომის პაპი ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იარაღის გაყიდვა და მიგრანტებისთვის ზურგის შექცევა

ომი მსოფლიოს არაერთ რეგიონს აზარალებს. ომისთვის იარაღს სხვადასხვა ქვეყანაში ამზადებენ და ყიდიან, შემდეგ კი იგივე ქვეყნები უარს აცხადებენ იმ ადამიანების მიღებაზე, რომლებიც ლტოლვილებად ამ ომების გამო იქცნენ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისმა მიგრანტთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

პაპის თქმით, ქრისტიანის მოვალეობაა, ადამიანი ქუჩაში არ მიატოვოს და დახმარება აღმოუჩინოს.

„გაუწიეთ დახმარება და დაუმეზობლდით ყველას, ვისაც ცუდად ექცევიან და ქუჩებში ტოვებენ, დაუამეთ მათ ჭრილობები და მიიყვანეთ უახლოეს თავშესაფრამდე, სადაც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებენ,“ - მიმართა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 40 000-მდე მოქალაქეს.

პაპის განცხადებით, დაუშვებელია დაუცველი, გარიყული, შურაცხყოფილი და დისკრიმინირებული ადამიანების მიმართ ინდიფერენტობა, რომლებიც „ჩვენს ჯგუფს“ არ განეკუთვნებიან.

მიგრაციის თემა 82 წლის პაპის მოძღვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ამ კუთხით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი მისი კრიტიკის ობიექტები არაერთხელ გამხდარან.

ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში