იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშის განხილვას კამათი მოჰყვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშის განხილვას საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კამათი მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე, საკითხის მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი იყო. მისი განმარტებით, იუსტიციის საბჭომ პუნქტობრივად შეიმუშავა საკუთარი მოსაზრებები იმ კრიტიკაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში აისახა. მისი თქმით, ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ხარვეზებს შორის დასახელდა: ინტერესთა კონფლიქტი, მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმები, გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის არარსებობა, კვალიფიკაცია და საბჭოს წევრთა გადაჭარბებული დისკრეცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

„მონიტორინგის ჯგუფმა მიუთითა, რომ ყველა ეს ხარვეზი თავიდან იქნებოდა აცილებული, თუ უფლებამოსილი პირები გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით ფარულ კენჭისყრასთან, ერთგვაროვან კრიტერიუმებთან და გადაწყვეტილებების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. ჯგუფმა ასევე მოუწოდა პარლამენტს, რომ ვინაიდან კითხვები არსებობს, დადგენილი კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე აირჩეს მინიმალური რაოდენობის მოსამართლეები, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება. დანარჩენი ვაკანსიები შეივსოს მას შემდეგ, რაც პროცედურაში არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება და ეს უმჯობესია განხორციელდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარი და დაუსაბუთებელია ანგარიშში ასახული დასკვნა, რომ „თურმე შერჩევის კრიტერიუმები ცხადი და ერთგვაროვანი არ ყოფილა".

რაც შეეხება არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის პოზიციას, მისი თქმით, ევროპის საბჭოს ანგარიშში საუბარი არ არის კანონზე, არამედ საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც იუსტიციის საბჭომ იხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის შერჩევისას.

ჯანეზაშვილის თქმით, სერიოზული ორგანიზაციების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო სერიოზულად არის გაკრიტიკებული. ამასთან, როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ამ ანგარიშს კითხულობენ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, როცა ეცნობიან იმას, თუ რა ხდება საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიშში საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე და გამოვლენილ ხარვეზებზე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს