გიორგი გახარია - რუსეთთან ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში პრობლემები ექმნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას მხარს უჭერს.

"როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ასობით-ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში პრობლემები ექმნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით შესაძლო რისკების არსებობას, გიორგი გახარიას თქმით, "რისკები უნდა ვმართოთ ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში".

"ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. ჯერ ერთი უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს