სუს-ის წარმომადგენელი - სამწუხაროდ, ერგნეთის შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტუქციული დიალოგისთვის

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციულ რეჟიმში განეხილათ ადგილზე არსებული ვითარება. ანთაძე აცხადებს, რომ მთავარი საკითხი რაზეც ტექნიკურ შეხვედრაზე იყო საუბარი, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესებია.

„სამწუხაროდ, ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტუქციული დიალოგისთვის. კერძოდ ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ წაღვლი-ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც წარმოადგენს ადგილზე დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს. მათ საპირისპიროდ გააჟღერეს უვკე არაერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას, რაც მიუღებელია. აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. ამასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა მზადყოფნა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუციელებლია დიალოგის გაგრძელება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ამასთან ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის უკანონო აქტივობები ხელს უწყობს ადგილზე არასტაბილური ვითარების შენარჩუნებას.

„ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია, არის, რომ აუცილებელია აღნიშნული ტერიტორია გაიწმინდოს ყოველგვარი უკანონო ინსტალაციებისგან და მიეცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების და რა თქმა უნდა, შსს-ს დანაყოფები, იგულისხმება ქართული პოლიცია, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ანთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა