ქართული ღვინო იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დააგემოვნეს

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში "Marunochi Bealding" ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველო-ურუგვაი მატჩის პარალელურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეში ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად მოსულ იაპონელ და უცხოელ სტუმრებს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

მატჩის ტრანსლაციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩო იაპონიაში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეიმურაზ ლეჟავამ.

„შემდეგი მატჩი საქართველოსა და ფიჯის შორის ოსაკაში 3 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც კვლავ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტიობებს ახორციელებს“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?