მამუკა კაციტაძე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე - წერტილი დაესმება ერთი პარტიის და მითუმეტეს, ერთი პიროვნების მმართველობას

„ახალი მემარჯვენეების" წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ- პოლიტიკურმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება წავიდა იმაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

„ამ ცვლილებებით წერტილი დაესმება ერთი პარტიის და მითუმეტეს, ერთი პიროვნების მმართველობას. არის განმასხვავებელი თემები, კერძოდ ბარიერთან, ბლოკებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბარიერს, ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი ხელისუფლებისკენ. თუ მათ უნდათ, რომ 0.67 იყოს ბარიერი, რაც ალბათ ჩანაფიქრში ნიშნავს პოლიტიკური სპექტრის დაქუცმაცებას, ჩვენ მათ ვპასუხობთ, რომ იყოს ასე, ვნახოთ ვინ დაქუცმაცდება“,- აცხადებს მამუკა კაციტაძე.

რაც შეეხება ბლოკების აკრძალვას, მისი თქმით, ეს პარტიებისთვის წინასაარჩევნო თანამშრომლობის აკრძალვას ნიშნავს. ამ მიმართულებით ისინი ხელისუფლებას სთავაზობენ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი და დააწესონ უფრო მაღალი ბარიერი ბლოკების შემთხვევაში.

მისივე შეფასებით, ცვლილებების საერთო საჯარო განხილვის დროს ძირითადად, სახელისუფლებო ელექტორატთან ჰქონდათ საქმე, თუმცა განხილვების პროცესმა საინტერესოდ ჩაიარა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა