თინა ბოკუჩავა - რამდენმა ტალღამაც არ უნდა გადაუაროს ახლა მურუსიძე- ჩინჩალაძის მიერ კონტროლირებად სასამართლოს, ის დამოუკიდებელი ვერ გახდება

რამდენმა ტალღამაც არ უნდა გადაუაროს ახლა მურუსიძე- ჩინჩალაძის მიერ კონტროლირებად სასამართლოს, ის ვერანაირად ვერ გახდება დამოუკიდებელი და ვერ შეძლებს გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე, რომლის პირველი მოსმენაც დღეს პლენარულ სხდომაზე გაიმართა. ბოკუჩავას თქმით, დღეს სასამართლო ხელისუფლება აბსურდის თეატრში ამყოფებს ადამიანებს, რადგან დღეს იქ არ სხედან დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც მზად არიან რომ შეეწინააღმდეგონ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს.

„როცა ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიცია წავიდა სასამართლოში რომ მოპარულ არჩევნებთან დაკავშირებით ედავა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ არც კი განიხილა რეალურად ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გვარწმუნებდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის არაა კავშირი და არც კი განიხილავდა მტკიცებულებად ბილბორდებზე რომ გვევლინებოდა ბიძინა ივანიშვილი. ასეთ აბსურდის თეატრში გვამყოფებს დღეს სასამართლო ხელისუფლება. ეს არის მანკიერება და ამის შეცვლის გარეშე ნებისმიერ ტალღაზე საუბარიც ღიმილის მომგვრელია,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ