ვიაჩესლავ ფესენკო - „შტაინმაიერის ფორმულაზე“ მსჯელობისას უკრაინული დიპლომატიის კრახზე საუბარიც კი უადგილოა, ვინაიდან ამის მსგავსი არაფერი ხდება

უკრაინისთვის „შტაინმაიერის ფორმულის“ ავკარგიანობაზე „ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს ვიაჩესლავ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვიაჩესლავ, მოსკოვსა და კიევს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ, რომელსაც „შტაინმაიერის ფორმულას“ უწოდებენ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა კიევში. თქვენ როგორ შეაფასებდით უკვე ხელმოწერილ შეთანხმებას?

- დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა მინსკში და რაზეც მხარეები - პრეზიდენტების თანაშემწეები - „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში ერთი თვის წინ შეთანხმდნენ, ეხება პროცედურას, რომელიც გულისხმობს დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას უკრაინული კანონმდებლობით და დონბასის კონფლიქტური რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას.

დონბასის კონფლიქტური რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ნავარაუდევია მას შემდეგ, რაც ამ რეგიონში ადგილობრივი ორგანოების არჩევნები დასრულდება და მას დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებულად ჩათვლის ეუთო-ს მისია. საუბარია ეუთო-ს იმ მისიაზე, რომელიც ეუთოს წევრ ქვეყნებში ყველა არჩევნებს აკვირდება და აფასებს.

დონბასის კონფლიქტური რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ნავარაუდევია მას შემდეგ, რაც ამ რეგიონში ადგილობრივი ორგანოების არჩევნები დასრულდება და მას დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებულად ჩათვლის ეუთო-ს მისია. საუბარია ეუთო-ს იმ მისიაზე, რომელიც ეუთოს წევრ ქვეყნებში ყველა არჩევნებს აკვირდება და აფასებს

თავისთავად, „შტაინმაიერის ფორმულაში“ არაფერია ისეთი, რაზეც ზოგიერთი უკრაინელი რადიკალები და საბრძოლოდ შემართული პატრიოტები საუბრობენ, როგორც უკრაინის ნაციონალური ინტერესების დათმობაზე.

„შტაინმაიერის ფორმულა“ ეხება მინსკის შეთანხმების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება დონბასში უკრაინული კანონმდებლობით ადგილობრივი ორგანოების არჩევნების ჩატარებას და ამ კონფლიქტური რეგიონისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას.

მაგრამ, ჯერ ეს წმინდა წყლის აბსტრაქციაა იმიტომ, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნას რეალიზებული, როცა გადაწყდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაუწყვეტლობის შემთხვევაში დონბასში არანაირი არჩევნები არ ჩატარება.

„შტაინმაიერის ფორმულაში“ არაფერია ისეთი, რაზეც ზოგიერთი უკრაინელი რადიკალები და საბრძოლოდ შემართული პატრიოტები საუბრობენ, როგორც უკრაინის ნაციონალური ინტერესების დათმობაზე

მეორე - შესათანხმებელია არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ისეთი თუ ვინ ატარებს არჩევნებს და როგორ ჩატარდება არჩევნები. ეს საკითხები ჯერ შეთანხმებული არაა. უკრაინის კანონმდებლობაში ეს გაწერილია, მაგრამ, რადგან დონბასი კონფლიქტური ზონაა, ამ თემებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ჯერ გადაწყვეტილებები მიღებული არაა.

და ბოლოს, განსასაზღვრია, ვის უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი. მოსკოვსა და კიევს ამ საკითხზე დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. რუსეთი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს ე.წ. დნრ-სა და ლნრ-ს, კიევი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ამ საკითხზეც ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული.

რუსეთი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს ე.წ. დნრ-სა და ლნრ-ს, კიევი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ამ საკითხზეც ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული

თუ ეს საკითხები - ვინ ჩაატარებს არჩევნებს დონბასში და ვის მიენიჭება განსაკუთრებული სტატუსი წინასწარ არ განისაზღვრა, არანაირი „შტაინმაიერის ფორმულა“ არ ამოქმედდება.

თუ ვინ ჩაატარებს არჩევნებს დონბასში და ვის მიენიჭება განსაკუთრებული სტატუსი წინასწარ არ განისაზღვრა, არანაირი „შტაინმაიერის ფორმულა“ არ ამოქმედდება

- პრეზიდენტ ზელენსკის ოპონენტების მტკიცებით, „შტაინმაიერის ფორმულის“ მიხედვით უკრაინა აღარ იქნება უნიტარული სახელმწიფო, კიევი უარს ამბობს დონბასზე უკრაინის სუვერენიტეტზე და ასე შემდეგ...

- ვიცი პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების ამ პრეტენზიების შესახებ.

პირველი, რისი თქმაც მინდა ისაა, რომ მე მაკვირვებს, რომ ამაზე საუბრობენ პოროშენკოს მხარდამჭერები. სხვათა შორის, სწორედ პრეზიდენტი პოროშენკო დათანხმდა მინსკის პირველ და მეორე შეთანხმებას. უნდა ითქვას, რომ მათზე თანხმობის მიცემისას ფატალური შეცდომები იქნა დაშვებული. მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული საზღვრის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ დონბასის რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება წერია არა „შტაინმაიერის ფორმულაში“, არამედ მინსკის შეთანხმებებში, რაზეც უკრაინა დათახმდა მაშინ, როცა ქვეყანას პოროშენკო ხელმძღვანელობდა და მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობდა 2014-2015 წლებში.

დონბასის რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება წერია არა „შტაინმაიერის ფორმულაში“, არამედ მინსკის შეთანხმებებში, რაზეც უკრაინა დათანხმდა მაშინ, როცა ქვეყანას პოროშენკო ხელმძღვანელობდა და მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობდა 2014-2015 წლებში

რისკები მართლაც არსებობს, მაგრამ ვამბობ, უკრაინა კატეგორიული წინააღმდეგია განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს დნრ-სა და ლნრ-ს. ასე რომ მოხდეს, ეს მართლაც იქნებოდა უკრაინის ფედერალიზაციისკენ და უკრაინის სუვერენიტეტისათვის გადადგმული ნაბიჯი და საფრთხე.

უკრაინა დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას განიხილავს როგორც ამ კონფლიქტური რეგიონების უკრაინაში რეინტეგრაციის ინსტრუმენტს.

უკრაინა დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას განიხილავს როგორც ამ კონფლიქტური რეგიონების უკრაინაში რეინტეგრაციის ინსტრუმენტს

მინსკის პირველ შეთანხმებაში ეწერა, რომ ამ რეგიონებს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მინიჭებოდათ 3 წლის მანძილზე, მეორე შეთანხმებაში პოროშენკო რატომღაც დათანხმდა ამ რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მუდმივად მინიჭებას.

-„შტაინმაიერის ფორმულაში“ ამ საკითხზე როგორი ფორმულირებაა გათვალისწინებული?

- ახლა არც არანაირი. „შტაინმაიერის ფორმულაში“ საერთოდ არაფერია ნათქვამი თუ რა არის განსაკუთრებული სტატუსი. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში უკრაინის კანონმდებლობას გაწერილი აქვს თუ რა არის განსაკუთრებული სტატუსი. სხვათა შორის ეს კანონი პოროშენკოს დროსაა მიღებული და მის მიერვე ხელმოწერილი 2014 წლის სექტემბერში.

2015 წლის მარტში ამ კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები იმ საკითხებში, რაც ამავე რეგიონებში არჩევნების ჩატარებას უკავშირდებოდა. მე იმის თქმას ვცდილობ, რომ ეს კონფლიქტურ რეგიონებში არჩევნების ჩატარების თემაცა და პრობლემაც ახლა არ გაჩენილა.

მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ თუ როგორი შეიძლება იყოს ამ კონფლიქტური რეგიონების სტატუსი ამაზე ზუსტი პასუხი დღეს არავის აქვს და შესაბამისად, ვერც ვერავინ ვერაფერს იტყვის.

თუ როგორი შეიძლება იყოს ამ კონფლიქტური რეგიონების სტატუსი ამაზე ზუსტი პასუხი დღეს არავის აქვს და შესაბამისად, ვერც ვერავინ ვერაფერს იტყვის

ასეა იმის გამოც, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისი პარტიის ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი ცვლილებებს შეიტანენ 2014 წლის სექტემბერსა და 2015 წლის მატრში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ მიღებულ კანონებში.

- თქვენ ამბობთ, რომ კიევი არ აპირებს დონბასის კონფლიქტურ რეგიონებში თავისი უფლებამოსილებები ვინმეს გადასცეს...

- კიევი მზადაა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში უფლებამოსილებები გადასცეს დონბასის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

სხვა საკითხია თუ როგორ განვითარდება ამ კონფლიქტური რეგიონის უკრაინაში რეინტეგრაციის პროცესი, ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, ძნელია.

კიევი მზადაა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში უფლებამოსილებები გადასცეს დონბასის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს... თუ როგორ განვითარდება ამ კონფლიქტური რეგიონის უკრაინაში რეინტეგრაციის პროცესი, ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, ძნელია

- ანუ, ამბობთ, რომ კიევი არ დათანხმდება ქვეყნის ფედერალიზაციას და კონფლიქტურ რეგიონებზე სუვერენიტეტის დაკარგვას და ამ რეგიონისათვის იმ ტიპის უფლებამოსილებების გადაცემას, რომელიც შემდგომ მათ მისცემს უფლებას კიევის საგარეო პოლიტიკას ვეტო დაადონ...

- დიახ, სამივე ამ პოზიციებზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.

- თქვენთან დარეკვამდე რუსულ საიტებს გადავხედე. ამ თემაზე „ეხო მოსკოვზე“ პოლიტოლოგ ვალერი სოლოვეის ამგვარი მოსაზრება აქვს გამოთქმული - „კრემლი თავის უკრაინულ პოლიტიკაში ახლოსაა მიაღწიოს სტრატეგიულ წარმატებას“...

- ვიცნობ ბატონ სოლოვეის, ის ხან ოპოზიციონერია, ხან სხვა მოსაზრებებს გამოთქვამს. თუ მომხდარზე რუსული მხარის პოზიცებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა, რას ამბობენ ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ყველა პრინციპული საკითხი, რომელიც დონბასის კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით კიევსა და მოსკოვს შორის არსებობს, -უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, არჩევნების ჩატარების საკითხი და ამ რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრა, - არც ერთ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. ვიმეორებ - არანაირი.

კიევი მზადაა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში უფლებამოსილებები გადასცეს დონბასის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. სხვა საკითხია თუ როგორ განვითარდება ამ კონფლიქტური რეგიონის უკრაინაში რეინტეგრაციის პროცესი, ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, ძნელია

„შტაინმაიერი ფორმულა“ უნდა იყოს იმ საგზაო რუკის ნაწილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მინსკის შეთანხმების რეალიზება და ისინი ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირში. იგულისხმება უსაფრთხოებისა და არჩევნების ჩატარების საკითხები. ეს საკითხები საგზაო რუკაში უნდა იყოს გაწერილი, მაგრამ ვიდრე ისინი მასში მოხვდებიან, ჯერ შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებთან.

ამ საკითხებზე გერმანია და საფრანგეთი აქტიურად მუშაობდნენ და რამდენადაც ვხდები ისინი ახლა მზადყოფნას გამოთქვამენ უფრო აქტიურად დაუბრუნდნენ მათ განხილვას.

ის, რაც უნდა მოხდეს დონბასში და რაც თითქმის არც განიხილება, ესაა დაპირისპირების ზოლიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ლუგანსკის ორი - ტროიცკისა და ზოლოტოეს დასახლებული პუნქტებიდან ერთი კილომეტრით უნდა მოხდეს შეიარაღებული ძალების უკან დახევა. თუ ამის განხორციელება მოხერხდა, მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი იმაზე, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულებულია. რამდენად შესაძლებელი იქნება ამის უახლოეს ხანებში განხორციელება, ამას დრო გვიჩვენებს.

პრეზიდენტ ზელენსკის სურს შეწყდეს საომარი მოქმედებები და მხარეები ამაზე შეთანხმდნენ. პოლიტიკური მოგვარების თვალსაზრისით მხარეებს შორის არანაირი გადაწყვეტილებები არაა მიღებული.

პრეზიდენტ ზელენსკის სურს შეწყდეს საომარი მოქმედებები და მხარეები ამაზე შეთანხმდნენ. პოლიტიკური მოგვარების თვალსაზრისით მხარეებს შორის არანაირი გადაწყვეტილებები არაა მიღებული

- თქვენ როგორ შეაფასებდით მტკიცებას, რომ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ დათანხმებით უკრაინის დიპლომატიამ კრახი განიცადა?

მათივე თქმით, ამ შეთანხმებით რუსეთი მიაღწევს იმას, რასაც 2014 წლიდან ითხოვდა და რისი გაკეთებაც მოსკოვმა იარაღის საშუალებით ვერ შეძლო...

- „შტაინმაიერის ფორმულა“ იმ პროცედურებს ეხება, რომელიც დონბასის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ფინალურ ნაწილშია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილებები არაა მიღებული მოსკოვსა და კიევს შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს დონბასის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგება.

ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილებები არაა მიღებული მოსკოვსა და კიევს შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს დონბასის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგება

ამ ეტაპისთვის ხელმოწერილია მინსკის შეთანხმებები, მაგრამ ვხედავთ, რომ მხარეებს ამ შეთანხმების საკვანძო საკითხები სხვადასხვაგვარად ესმით.

უკრაინული დიპლომატიის კრახზე საუბარიც კი უადგილოა, ვინაიდან ამის მსგავსი არაფერი ხდება.

ეს ფანტაზიებია. „შტაინმაიერის ფორმულა“ არ გახლავთ განსაკუთრებული შეთანხმება. იგი მხოლოდ პროცედურულ ხასიათს ატარებს, რომელიც დონბასში კონფლიქტის მოგვარების ფინალურ ნაწილს ეხება.

იგი არ გახლავთ დამოუკიდებელი დოკუმენტი, ის მინსკის შეთანხმების ნაწილია. მე უკვე მოგახსენეთ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს იგი რეალიზებული. ახლა „შტაინმაიერის ფორმულის“ რეალიზაციისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. შესაბამისად, უახლოეს ხანებში „შტაინმაიერის ფორმულის“ რეალიზაციის შესაძლებლობაც არ არსებობს.

„შტაინმაიერის ფორმულის“ რეალიზაციისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. შესაბამისად, უახლოეს ხანებში „შტაინმაიერის ფორმულის“ რეალიზაციის შესაძლებლობაც არ არსებობს

- როგორც კი გავრცელდა ცნობა „შტაინმაიერის ფორმულაზე“ ხელმოწერის შესახებ, კიევში პრეზიდენტ ზელენსკის ოპოზიცია გააქტიურდა. საპროტესტო აქციაც შედგა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოფიციალური კიევის მიერ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ ხელმოწერა კიევში მრავალათასიანი მიტინგების საფუძველი აღმოჩნდეს?

- რისკები არსებობს, მაგრამ აქციების დაანონსების შემდეგ კიევის ცენტში დაახლოებით 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ზელენსკის ოპონენტებს ხალხში მასობრივი მხარდაჭერა არ აქვთ.

რა თქმა უნდა, არის რისკები, რომ რადიკალები ქუჩაში გამოვიდნენ და ახალი მაიდნის ორგანიზებას შეეცადონ, მაგრამ სექტემბერში ჩატარებილი კვლევებით პრეზიდენტ ზელენსკის დღეისათვის მოსახლეობაში 70%-იანი მხარდაჭერა აქვს.

- ბატონო ვიაჩესლავ, ჩვენ ხშირად გვისაუბრია და ვიცი, რომ საქართველოს კონფლიქტებშიც საკმაოდ კარგად ხართ გარკვეული. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 4 ოქტომბერს თბილისს გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი ეწვევა, ბევრმა გამოთქვა მოსაზრება რომ იგი საქართველოში ჩამოიტანს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თავისივე ახალ ფორმულასა თუ ვერსიას. ამგვარი ალბათობა რამდენად დიდია?

- ვფიქრობ, რომ ამგვარი ალბათობა დაბალია. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ისაა, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ ნორმანდიულ ფორმატში მაშინ გაჩნდა, როცა ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ამ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას.

ალბათობა იმისა, რომ შტაინმაიერი თბილისში „შტაინმაიერის ფორმულის“ მსგავს რამეს ჩამოიტანს, დაბალია

ახლა შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტია, მაგრამ მისი უფლებამოსილებები საკმაოდ შეზღუდულია. უკრაინის არჩეული პრეზიდენტისგან განსხვავებით, გერმანიის პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოსაზრებები საქართველოს, იგივე რუსეთს შეიძლება შესთავაზონ ან გერმანიის კანცლერმა, ან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო