მოსკოვი ჩინეთს ანტისარაკეტო სისტემების აგებაში დაეხმარება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერეციაზე განაცხადა.
სისტემა შესაძლებლობას იძლევა ადრეული გაფრთხილება გასცეს კონტინენთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სისტემას დღედღეობით მსოფლიოში მხოლოდ ორი სახელმწიფო, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ფლობენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"