გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტში ვერ ხედავს რესურსს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაეზარდოს

სამუშაო შეხვედრებში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა ის დიდი თემები, რაც არის პენსიების ნაწილი, მასწავლებელთა ხელფასების ნაწილი, არ გადაიხედება და არ გადავა ეს ფული სხვა მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას პოზიციის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაეზარდოს ბიუჯეტი.

"მე ვერ ვხედავ ბიუჯეტში ვერანაირ რესურსს ამისთვის. რა თქმა უნდა, კონკრეტული პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოხდეს რაღაც გადანაწილება, რომელიღაც პროგრამის გაიზარდოს რომელიღაც პროგრამის შემცირების ხარჯზე, თუმცა 100 და 200 მილიონით ეს გადანაწილება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძე ასევე გამოეხმაურა დანელიას განცხადებას უახლოეს დღეებში შესაძლო შეხვედრის შესახებ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყოველთვის. ჩვენ ბიუჯეტზე ვმუშაობთ უკვე, დიდი ხანია და ყოველთვის მზად ვართ კონსულტაციებისთვის. რა თქმა უნდა, სამუშაო შეხვედრებში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას, თუ ეს სურვილი იქნება. თუმცა ის დიდი თემები, რაც არის პენსიების ნაწილი, მასწაბლებელთა ხელფასების ნაწილი, არ გადაიხედება და არ გადავა ეს ფული სხვა მიმართულებებით", - განაცხადა კაკაურიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტში ვერ ხედავს რესურსს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაეზარდოს

სამუშაო შეხვედრებში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა ის დიდი თემები, რაც არის პენსიების ნაწილი, მასწავლებელთა ხელფასების ნაწილი, არ გადაიხედება და არ გადავა ეს ფული სხვა მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას პოზიციის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაეზარდოს ბიუჯეტი.

"მე ვერ ვხედავ ბიუჯეტში ვერანაირ რესურსს ამისთვის. რა თქმა უნდა, კონკრეტული პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოხდეს რაღაც გადანაწილება, რომელიღაც პროგრამის გაიზარდოს რომელიღაც პროგრამის შემცირების ხარჯზე, თუმცა 100 და 200 მილიონით ეს გადანაწილება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძე ასევე გამოეხმაურა დანელიას განცხადებას უახლოეს დღეებში შესაძლო შეხვედრის შესახებ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყოველთვის. ჩვენ ბიუჯეტზე ვმუშაობთ უკვე, დიდი ხანია და ყოველთვის მზად ვართ კონსულტაციებისთვის. რა თქმა უნდა, სამუშაო შეხვედრებში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას, თუ ეს სურვილი იქნება. თუმცა ის დიდი თემები, რაც არის პენსიების ნაწილი, მასწაბლებელთა ხელფასების ნაწილი, არ გადაიხედება და არ გადავა ეს ფული სხვა მიმართულებებით", - განაცხადა კაკაურიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო