გიორგი გახარია დღეს მევენახეებსა და მეღვინეებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მევენახეებსა და მეღვინეებს შეხვდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წელს რთველმა კარგად ჩაიარა და სურს დარგის წარმომადგენლებს ესაუბროს იმ გამოწვევებზე, რომელიც წარმოებისა თუ ექსპორტის კუთხით არის.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ბიზნესთან შეხვედრები სხვადასხვა დარგების თუ სექტორების მიმართულებით. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. განსაკუთრებით აქტუალურია დღეს შეხვედრა, რამეთუ რთველი უკვე დასასრულის ფაზაში გადავიდა. უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები. გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საერთო ჯამში ამ რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, ეს მისასალმებელი იქნება. ჩვენ გვინდა დღეს დარგს ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ბაზრებზე წვდომისა და ექსპორტის საშუალებით“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს