მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აცხადებენ, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ

რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც მოსამართლე ნატო ხუჯაძე დაინტერესდა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

მოსამართლემ სამივე ბრალდებულს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალის არსი და მათი უფლებები გააცნო. მოსამართლის კითხვაზე, ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში, სამივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„რა თქმა უნდა არ ვეთანხმები და მივიჩნევ სრულ ცილისწამებად ამ ბრალდებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თავის მხრივ ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია საერთოდ რას ედავებიან მას.

„არ ვეთანხმები ბრალს. ვერ გავიგე რა ბრალი წამიყენეს და რას მედავებით", - აღნიშნა წერეთელმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. ავთანდილ წერეთელს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას