მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებამ მთავარი მოწმეების გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რომლებიც საზღვარგარეთ გამოიკითხნენ

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, თუკი სასამართლო მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს ამით დაცვის უფლებას შეზღუდავს. როგორც კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლების იმდაგვარი ინტერპრეტირება, როგორც ეს პროკურორებმა მოახდინეს, დაცვას საზღვარგარეთ სხვადასხვა მოქმედებების ჩატარებას შეუზღუდავს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, პროკურატურა საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, რომლებიც მათი ბრალდების აბსურდულობას ამტკიცებს.

„დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილია ერთი მტკიცებულების ამორიცხვა, რომელიც ე.წ. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ანგარიშია, რომელიც საპროცესო კოდექსის არანაირ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ არის მათთვის გადაცემული სრულად მასალები, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ და ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ მოითხოვეს დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობა. ისინი გამოიკითხნენ საზღვარგარეთ შესაბამისი საპროცესო კოდექსის დაცვით, ვინაიდან ისინი იქ ცხოვრობენ. გასაგებია, რომ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები საერთოდ უქარწყლებს იმ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილო აქვს და თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, მაშინ დაცვის მხარის უფლება საერთოდ შეიზღუდება. მე არც კი ვუშვებ, რომ სასამართლო მას დააკმაყოფილებს. ეს არის მტკიცებულებები, რომელზეც ამდენი ხანია ვიძახდით, რომ არსებობს და ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, ადასტურებს, რომ არანაირ თაღლითობას, არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების ამორიცხვას", - განაცხადა კორძაძემ.

ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში მაინც დარჩება ეს მტკიცებულებები.

"ეს მტკიცებულებები ჩვენ სხვა მხრიდან წარმოდგენილი მაინც გვაქვს, თუმცა სასამართლოს მიერ ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილება და ამ მუხლების ინტერპრეტირება, რასაც ითხოვს ბრალდების მხარე, მარტო ამ საქმეს არ დაამჩნევს კვალს. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთ საქმეზე დაცვა ვერარანაირ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს, ვინაიდან მას არ გააჩნია პროკურატურის მსგავსად სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესაძლებლობა", - განაცხადა კორძაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს