ტექნიკურ უნივერსიტეტში DUNE-კოლაბორაციის მეცნიერთა ვიზიტი დასრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის Fermilab-ის დელეგაციის ხელმძღვანელები - მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორები სტეფან სოლდნერ-რემბოლდი და ედვარდ ბლაჩერი, ასევე, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და Fermilab DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ უილსონი იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტუ-დან აცნობეს, ვიზიტს საფუძვლად დაედო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მიმდინარე წლის მაისში, აშშ-ის Fermilab-ის ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტის საერთაშორისო კოლაბორაცია DUNE-ის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული კოლაბორაციის წევრი გახდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან, სტუ-ის სამეცნიერო პერსონალსა და DUNE-ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფთან. მხარეებმა ისაუბრეს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესახებ, განიხილეს სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის თემატიკა და ის დეტალები, რაც DUNE-ის ექსპერიმენტთან ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კოლაბორაციას ეხება. ასევე, იმსჯელეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Fermilab-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

როგორც უცხოელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფების საერთაშორისო კოლაბორაციებში მონაწილეობის შესახებ. ამასთან, მათ იმედი გამოთქვეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა გამოცდილება წარმატებით იქნება გამოყენებული DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციაში.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ, უცხოელმა მეცნიერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის ჩაატარეს სემინარები, როგორც ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების DUNE-ექსპერიმენტის, ასევე Fermilab-ის ნეიტრინოების მთლიანი პროგრამის შესახებ.

ცნობისათვის, DUNE-ი საერთაშორისო კოლაბორაციაა, რომელშიც 31 ქვეყნის 180 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1000-ზე მეტი მეცნიერ-კოლაბორატორია გაერთიანებული.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ტექნიკურ უნივერსიტეტში DUNE-კოლაბორაციის მეცნიერთა ვიზიტი დასრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის Fermilab-ის დელეგაციის ხელმძღვანელები - მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორები სტეფან სოლდნერ-რემბოლდი და ედვარდ ბლაჩერი, ასევე, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და Fermilab DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ უილსონი იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტუ-დან აცნობეს, ვიზიტს საფუძვლად დაედო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მიმდინარე წლის მაისში, აშშ-ის Fermilab-ის ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტის საერთაშორისო კოლაბორაცია DUNE-ის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული კოლაბორაციის წევრი გახდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან, სტუ-ის სამეცნიერო პერსონალსა და DUNE-ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფთან. მხარეებმა ისაუბრეს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესახებ, განიხილეს სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის თემატიკა და ის დეტალები, რაც DUNE-ის ექსპერიმენტთან ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კოლაბორაციას ეხება. ასევე, იმსჯელეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Fermilab-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

როგორც უცხოელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფების საერთაშორისო კოლაბორაციებში მონაწილეობის შესახებ. ამასთან, მათ იმედი გამოთქვეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა გამოცდილება წარმატებით იქნება გამოყენებული DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციაში.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ, უცხოელმა მეცნიერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის ჩაატარეს სემინარები, როგორც ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების DUNE-ექსპერიმენტის, ასევე Fermilab-ის ნეიტრინოების მთლიანი პროგრამის შესახებ.

ცნობისათვის, DUNE-ი საერთაშორისო კოლაბორაციაა, რომელშიც 31 ქვეყნის 180 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1000-ზე მეტი მეცნიერ-კოლაბორატორია გაერთიანებული.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია