ეკა ბესელია - პარლამენტის მანდატურების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყება უსამართლო დამოკიდებულებაა

მანდატურების დევნა ყველაზე უსამართლო და უღირს საქციელად მიმაჩნია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, მასსა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცედურის დაწყებას.

როგორც ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იმ დარბაზში თუ ვინმე ასრულებდა თავის მოვალეობას, სწორედ მანდატურები იყვნენ.

„მიაჩნია, რომ მანდატურების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყება არის სრულიად უსამართლო დამოკიდებულება. იმედი მაქვს ბატონო არჩილ, თქვენი კეთილგონიერების და ამ პროცესში სამართლიანი ჩარევის. იმედი მაქვს, რომ თქვენ მოიქცევით ისე, როგორც ეს სამართლიანია,“ - აღნიშნა ბესელიამ.

მან 2011 წელს მომხდარი ფაქტებიც გაიხსენა.

„ჩემდაუნებურად პარალელის გავლება მოხდა, როცა იგივე პერსონა, 2011 წელს მანდატურის სამსახურს დასდევდა საქალაქო სამსახურში დასასჯელად. მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ აქციებზე უკრძალავდა მათ წასვლას და სხვა ფორმით მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა