დავით ზალკალიანი - ლავროვთან შეხვედრის საკითხზე ივანიშვილთან ურთიერთობა არ მქონია და დეტალებს დღეს შეიტყობს - უკან რომ დავბრუნდე, იგივე  გადაწყვეტილებას მივიღებდი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული არ იყო.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ერთადერთი ადამიანი, ვინ ამის შესახებ იცოდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო.

„მე არ მქონია მასთან ურთიერთობა. ბოლოს მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია ბატონ ბიძინასთან, მითუმეტეს ამ თემაზე. უფრო მეტიც, ის ჩვენი შეხვედრის შესახებ დეტალებს ჩვენი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატი საუბრისას.

მისივე თქმით, არ იცის, რატომ არის განცდა, რომ თავის მართლების რეჟიმშია.

„მე არ ვიცი, რატომ არის განცდა, რომ ჩვენ თავის მართლების რეჟიმში ვართ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. კიდევ ერთხელ უკან რომ დავბრუნდე, იგივე გადაწყეტილებას მივიღებდი. ეს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციიდან გამომდინარე იყო მიღებული და ჩვენ ამაში შინაგანადაც დარწმუნებულები ვიყავით. შეხვედრის დროს, ერთ-ერთ მოლოდინი იყო ის, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციიისთვის გვეთქვა სათქმელი ღია და გულწრფელ ფორმატში.

ისინი ინფორმაციას იღებენ საოკუპაციო რეჟიმის იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებენ ამ უკანონო ბორდერიზაციას და არა უშუალოდ საქართველო ხელისუფლების მხრიდან, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული. სწორედ ეს იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის საკითხზე საუბრისას.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა