საერთაშორისო ექსპერტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კრიტიკულ საკითხად რჩება პირადი ცხოვრების დაცვის უფლება

ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლები ოთხწლიან პროგრამას „ადამიანის უფლებები ყველასათვის" აჯამებენ და ამ პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშს წარადგენენ, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

მეგი ნიკოლსონის ანგარიშში წარმოდგენილია ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შეფასება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის მიღწევები, კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებით. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები ამ საკანონმდებლო მიღწევების პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, მოსამართლეთა და პროკურორთა დამოუკიდებლობის და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს იღებს მაღალ შეფასებას მიღწევებისთვის, მაგრამ ამავდროულად უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზები.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით, თუმცა ჯანდაცვა, კერძოდ, ფსიქიატრიული საჭიროებები და ნარკოტიკის მოხმარება, ასევე მაღალი რისკის კატეგორიის პატიმრების რეაბილიტაცია კვლავ პრობლემად რჩება. ანგარიშის მიხედვით, შემაშფოთებელია ასევე ბევრ დაწესებულებაში არსებული „მაყურებლების" კონტროლი".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუგებარია, რატომ არ წარედგინა პარლამენტს დაახლოებით ხუთი წლის წინ შემუშავებული, განახლებული სამართალდარღვევათა კოდექსი.

ამასთან, საერთაშორისო ექსპერტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების მიმართ, საზოგადოების ნდობის აღსადგენად სააჭიროა კონკრეტული მტკიცებულებები, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, დაემყარება სამართლიან, ობიექტურ კრიტერიუმებს, ხოლო ნებისმიერი ჩარევა ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაში, სისტემის შიგნით ან მის გარეთ, იქნება ადეკვატური პასუხი.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში კრიტიკულ საკითხად რჩება პირადი ცხოვრების დაცვის უფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო