უშგულში გაეროს კვირეული აღინიშნება

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ძალისხმევით, უშგულში გაეროს კვირეული აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისიდან აცნობეს, დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.

14:30 საათზე, უშგულის სკოლაში, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც ორი ფოტოპროექტი: „გოგონები მომავლიდან“ და „თანატოლები თანასწორობისთვის“ იქნება წარმოდგენილი. ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.

“თანატოლები თანასწორობისთვის“ კი 12 ახალგაზრდას ისტორიას აერთიანებს. ფოტოპროექტის ფარგლებში ისინი გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, განათლების, აქტივიზმისა და საკუთარი ინიციატივების შესახებ საუბრობენ. ორივე ფოტოპროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერითაა მომზადებული და ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.

15.30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, უშგულის ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნება. „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას მისცემს უშგულში მცხოვრებ ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, თანასწორობის შესახებ ცნობიერება აიმაღლონ. „თანასწორობის კუთხეს“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გახსნის. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კეკელიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს და გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

„თანასწორობის კუთხის“ გახსნა მიზნად ისახავს მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას . ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას, თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ.

ღონისძიებები იმართება გაეროს კვირეულის ფარგლებში, უშგულის გამგეობასთან თანამშრომლობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა