დავით დვალი - მთელი ბრძოლა ახლა იწყება

მთელი ბრძოლა ახლა იწყება, - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას „რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაყადაღებას.

როგორც დვალმა აღნიშნა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ დავა არ დასრულდება, არ მოხდეს წილების გასხვისება.

„ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და მოსალოდნელი, რაც იყო სასამართლოს მხრიდან, არის ის, რომ გაგვირთულებდა, ხანდაზმულობას დააბრალებდა და სარჩელს წარმოებაში არ მიიღებდა. რადგანაც სარჩელი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხი მოხსნილია და უნდა გადავიდეთ არსებით განხილვაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თუ ჩვენს ადვოკატს დავუჯერებთ, გაცილებით უფრო მარტივად და მომგებიანად არის ჩვენი საქმე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა წილის დაყადაღების თაობაზე.

ქიბარ ხალვაშმა დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოაცხადა, რომ სურვილი აქვს გაყიდოს წილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ დავა არ დასრულდება, არ მოხდეს წილების გასხვისება. შესაბამისად, ჩვენთვის დადებითია, რომ ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია", - განაცხადა დვალმა.

დავით დვალის თქმით, რთულია საუბარი, რომ გამარჯვება მათ მხარესაა, „თუმცა მთელი ბრძოლა ახლა იწყება".

„ყველა არგუმენტითა და მთელი სერიოზულობით ვუდგებით ამ საკითხს. წინ ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად გამარჯვებას არ ნიშნავს, მაგრამ უკვე დიდი გამარჯვებაა, რომ სასამართლომ ეს წარმოებაში მიიღო", - განაცხადა დავით დვალმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა