თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების გამო 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე ტაქსის 2000 მძღოლია დაჯარიმებული.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2000-დან 700 მძღოლი 1-ელ ოქტომბერსაა დაჯარიმებული.
მისივე თქმით, ნებართვის გარეშე მომსახურების გამწევი ტაქსის მძღოლების დაჯარიმება კვლავ გაგრძელდება.
„ჩვენ პარლამენტთან ერთად მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებზე გამოუშვან ერთჯერადი ამნისტია და ეს ჯარიმები ჩამოეწეროთ. თუმცა, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ტაქსის ყველა იმ მძღოლს, ვინც არღვევდა ჩვენს რეგულიაციებს და დარღვევით ემსახურებოდა მოქალაქეებს, მოუწევთ ჯარიმების გადახდა. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს მათ და ყველანაირ პირობას ვუქმნით, რომ შეძლონ ლიცენზირებული მომსახურება. მათ ორი არჩევანი აქვთ: A კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა ან დარჩნენ B კატეგორიაში. მე მინდა მადლობა გადავაუხდაო შსს-ს და მინისტრს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს,“ - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.
„შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება არის ჩვენთვის პრიორიტეტული. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვაკეთებთ ბევრ საქმეს და არასდროს ვყოფილვართ დაინტერესებულები თვითპიარით. ჩვენთვის მთავარია ვაკეთოთ ისეთი საქმეები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს და ჩვენს შვილებს წაადგება და საერთო ჯამში, გვინდა რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამწვანებული, განახლებული ინფრასტრუქტურით,“ - განაცხადა კალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"