მამა გიორგი თევდორაშვილი - პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალოს - ვფიქრობ, საპატრიარქოს მხრიდან ამ საკითხზე მიმართვა უნდა გაკეთდეს

მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალოს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის სასიამოვნო. ერთხელ და სამუდამოდ, ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ მამა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს უნდა მიმართოს.

„ვფიქრობ, საპატრიარქოს მხრიდან ამ საკითხზე მიმართვა უნდა გაკეთდეს. ალბათ, ყველაფერს თავისი დროს აქვს და გაკეთდება. ეს ჩემი პირადი აზრია. მე ახლა ვლაპარაკობ ჩემი სახელით. მე, როგორც სასულიერო პირი, როგორც ჩემი კოლეგა, მინდა, რომ შეიწყალონ ის ადამიანი, დაწყნარდეს სიტუაცია. ძალიან გამიხარდება, რომ შეიწყალონ. ვერ გეტყვით, არის თუ არა უდანაშაულო, მაგრამ რომ შეიწყალონ, გამიხარდება", - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

სასულიერო პირის თქმით, „დეკანოზის შეწყალება სიტუაციას ნამდვილად განმუხტავს". ამასთან, მისივე თქმით, „საპატრიარქოში კრიზისი არ არის".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?