მოქალაქე ნარი გეგეშიძე, რომელიც საკუთარ თავს წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად თვლის, გიგი უგულავასთან და ირაკლი აბესაძესთან შეხვედრას ითხოვს

მოქალაქე ნარი გეგეშიძე, რომელიც საკუთარ თავს წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად თვლის, გიგი უგულავასთან და ირაკლი აბესაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გეგეშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მას მიწის ნაკვეთი წაართვეს.

„გლდანის პირველ მიკრორაიონში მიწის ნაკვეთი იჯარით მქონდა აღებული, 1830 კვ/მ, 20 წლის განმავლობაში. მერიის ყველა მოთხოვნას ვასრულებდი. 2011 წელს მერმა გიგი უგულავამ გამოსცა ბრძანება, რომ ორ თვეში უნდა გაგვეკეთებინა სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნა იჯარასთან შესაბამისობაზე. ვადაზე ადრე ჩავაბარე პასუხი, იგივე დარჩა იჯარა, თუმცა საკითხი არ ექვემდებარებოდა იჯარის შეწყვეტას.

მეორეა, რომ 2010 წელს მერიიდან მოვიდა წერილი, რომ უნდა წარმედგინა ქვითრები. წარდგენილმა ქვითრებმა დაამტკიცა, რომ არანაირი დავალიანება და გადაცდომა არ იყო. შემდეგ გადავწყვიტე ამ ადგილის აუქციონით შესყიდვა და მივმართე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დავით ჭედიას. მოულოდნელად გამოჩნდა, რომ 2011 წლის დეკემბერში თურმე 25 000 დოლარი მქონდა დავალიანება. სასამართლოზე წარმოვადგინე გადახდილი ქვითრები და მოსამართლის გადაწყვეტილებით 2 000 ლარის გადახდა დამეკისრა.

საიჯარო ხელშეკრულება შემიწყდა და რომ ვიკითხე, რატომ, სარჩელში ჩემ მიერ გადახდილი თანხები დამახინჯებული იყო. მაგალითად, 2009 წლის იანვარში შევიტანე 835 ლარი და მერიამ გამიტარა მხოლოდ 115 ლარი - ანალოგიურად იყო ყველა ქვითარი და ასე გამოიტანეს 25 000 დოლარი დავალიანება. აქ თანხები იქნა მითვისებული.

ამ ყველაფრის გამო ბანკში ბინა ჩავდე, მოულოდნელად შემიწყდა საიჯარო ხელშეკრულება წელიწადითა და 8 თვით ადრე, დავრჩი დაზარალებული და დღეს ქუჩაში ვარ დარჩენილი.

მინდა შეხვედრა გიგი უგულავასთან და ირაკლი აბესაძესთან, რომ გამომიყვანონ ამ მდგომარეობიდან, როგორც უნდათ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გეგეშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა