იტალიის ელჩი - მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ცხადყოფს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას

მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ცხადყოფს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებაში.

როგორც ელჩის განცხადებაშია აღნიშნული, იტალია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„იტალიის საელჩო უსამძიმრებს მარგო მარტიაშვილის ოჯახს. მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ამჟამად არსებული შეზღუდვები ადმინისტრაციური საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე.

ეს სამწუხარო მოვლენა ცხადყოფს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, განსაკუთრებით - მაგრამ არამხოლოდ - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად. იტალია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის აუცილებლობას, რომელიც სრულად გამოიყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით მიღწეულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ცხელ ხაზსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს (IPRMS)”, - ნათქვამია საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ახალგორის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა. თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მას თბილისში გადაყვანაზე უარი უთხრეს. მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო