აკაკი ზოიძე - ბიძინა ივანიშვილი თვითკმაყოფილებას და თვითრეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს

ბიძინა ივანიშვილი თვითკმაყოფილებას და თვითრეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, გამოისყიდოს წყალტუბოს სასტუმროები და აბანოები. მისივე თქმით, საზოგადოების კითხვას - რა ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს - პასუხი გაეცა და ეს არის სოციალური მეწარმეობა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ არა მხოლოდ პირად სარგებელზე, არამედ ქვეყნის სარგებელზე. მათ გაიგივებული აქვთ, რომ ქვეყანას და ათასობით ადამიანს სიკეთეს თუ მოუტანენ, ეს მათი პირადი სარგებელია და დიდ სიამოვნებას ანიჭებს. აი, ეს მიდგომა აქვთ. ისეთი ბიზნესმენები ძალიან ცოტანი არიან მსოფლიოში, რომლებიც ასეთ დიდ სოციალურ პრობლემებს ეჭიდებიან. მათ მოგებად და ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებად მიაჩნიათ უდიდესი პრობლემების გადაჭრა - იქნება ეს ეკოლოგიური, სოციალური თუ კაცობრიობის განვითარებისკენ მიმართული. სწორედ ამ ტიპის ბიზნესზე გვაქვს საუბარი ივანიშვილის შემთხვევაში. რაც გააკეთა ივანიშვილმა საქართველოში, ყველაფერი ატარებს სოციალური მეწარმეობის მახასიათებლებს. იგი ასრულებს იმ ფუნდამენტის როლს, რომელზეც სხვა ბიზნესმენებმა და მეწარმეებმა უნდა ააგონ ისეთი ბიზნესები, რომელიც ათიათასობით ადამიანს სამუშაო ადგილს მოუტანს. ბიძინა ივანიშვილი თვითკმაყოფილებას და თვითრეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს