განათლების სამინისტრომ ან ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაძლოა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ხდება, მესაკუთრის თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს (ან დაუკვეთოს სხვა პირს) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები, თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საფრთხის შემცველია თავად ძეგლისათვის/არქეოლოგიური ობიექტისათვის.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონის 55-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება გ) ქვეპუნქტი:

„სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს (ან დაუკვეთოს სხვა პირს) სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე თუ სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ხორციელდება ამავე კანონის 46-ე მუხლის ან „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან საფრთხის შემცველია თავად ძეგლისათვის/არქეოლოგიური ობიექტისათვის," - აღნიშნულია კანონპროექტში.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ თუ ძეგლის/ობიექტის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან საფრთხის შემცველია თავად ძეგლისათვის/ობიექტისთვის, ხოლო მესაკუთრის თანხმობა არ არსებობს, ამ შემთხვევაში სარეაბილიტაციო ან არქეოლოგიური სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იგი ძალაში შევა 2019 წლის 3 დეკემბრიდან.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატთა ჯგუფია: გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს