ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთში  სტუდენტებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა. მიმოიხილა ნაბიჯები, რომელთაც სახელმწიფო შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით დგამს. აგრეთვე, პროგრამები და პროექტები, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათგან ყოველთვის ღირებული იდეები, შეკითხვები და მოსაზრებები მოდის.

„როდესაც სამოქალაქო ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში ყველაზე მეტად მონაწილეობენ. ამაყი ვარ, რადგან ძალიან კარგად მომზადებული პროფესიონალების ახალი თაობა გვყავს, რომლებიც კარგად ფლობენ როგორც სახელმწიფო ენას, ისე მშობლიურ ენას. ჩვენი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ძალიან ბევრმა, სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიარა. პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგეს. სტუდენტებს ამ პროგრამებზეც ვესაუბრეთ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომლებიც დღეს მათ სახელმწიფოში იქმნება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა