ბექა ნაცვლიშვილი - მინიმალური ხელფასის დადგენა სულ მცირე 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებდა

"მინიმალური ხელფასის დადგენა სულ მცირე 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებდა,"- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ კანონით განისაზღვროს მინიმალური ხელფასი და მისი ოდენობა საარსებო მინიმუმზე მეტი იყოს.

ამასთან, ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესება არ შეეხება მცირე ბიზნესს, რომლის ბრუნვაც არ აღემატება 500 000 ლარს.

„ამ კანონპროექტის შემუშავებაზე იმუშავეს შრომითმა გაერთიანებებმა. ეს კანონი ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს მინიმალური ხელფასის საკითხს. მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე მეტი, რომელიც დღეს 380 ლარს შეადგენს. ჩვენი კანონროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45%, რაც დღევანდელი მონაცემებით გამოდის 500 ლარი (დარიცხული), 400 ლარი (ხელზე ასაღები). არ შეიძლება ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურებით. რაც შეეხება მცირე ბიზნესს, თუ მისი ბრუნვა არის 500 000 ლარი, მასზე ეს კანონი არ გავრცელდება. თუ არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს.

მინიმალური ხელფასი გააუმჯობესებდა სულ მცირე 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას. იქიდან გამომდინარე, რომ კანონით მოხდება ხელფასის ქვედა ზღვრის დადგენა, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდასაც. ამ კანონის შემოღება გაზრდის დასაქმების მოტივაციას,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის ინიციატორები არიან: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური და დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო