ირაკლი ღარიბაშვილი - ვამაყობთ იმით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან შესრულებას ვახორციელებთ, რამაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განიცადა

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან შესრულებას ვახორციელებთ, რამაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთგულია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით ევროკავშირსა და ნატო-ს მისიების ჭრილში.

„როდესაც ჩვენ ვიაზრებთ მიღწეულ პროგრესს და შეთვისებულ გაკვეთილებს, ვმუშაობთ ნატო-სთან ერთად, რათა შევიმუშავოთ არსებითი პაკეტის მომავალი, რომელიც კონცენტრაციას მოახდენს უფრო დინამიურ და მიზანმიმართულ მიდგომებზე.

საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს მონაწილეობას სტრატეგიულ დისკუსიებში ნატო-სთან და ერთგული გახლავთ განახორციელოს პრაქტიკული ზომები საზღვაო-სახმელეთო და საჰაერო კომპონენტში ნატო-საქართველოს შეთავაზების საფუძველზე. როგორც ერთ-ერთი ახლო საოპერაციო პარტნიორი, საქართველო ერთგულია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით ევროკავშირსა და ნატო-ს მისიების ჭრილში - ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში, მალიში და ავღანეთში ოპერაციების განხორციელებისას. საქართველოს გააჩნია მოკავშირეების ფართო ქსელი, რომელთანაც ვიზიარებთ ერთიან ღირებულებებს და ინტერესებს, ვემყარებით მათ მხარდაჭერას ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისას, მათთან ერთად ვდგავართ საერთაშორისო მისიებში, რათა გავამყაროთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო