გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ისინი „თბილისი გალერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  ფილმის ჩვენების დასრულებამდე დარჩებიან

“გალერია თბილისში” კინოთეატრ “კავეაში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მეორე სეანსი 22:30 წუთზე დაიწყება. კინოთეატრში მაყურებლის შესვლის პროცესს სამართალდამცველები აკონტროლებენ და ადგილზე ამ წუთებში სიმშვიდეა.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ისინი კინოდარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის შენობაში ფილმის ჩვენების დასრულებამდე დარჩებიან.

“ჩვენ ველოდებით, რომ ხალხი ჯგუფად გამოვა და პროტესტს გამოვთქვამთ, მაგრამ ჯგუფად არ გამოდიან. თუ ჯგუფად გამოვლენ სირცხვილის კოროდორში გავატარებთ. სანამ ფილმი არ მორჩება, აქ გავჩერდებით”,-აცხადებს ფალავანდიშვილი.

ამასთან, სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურმა მედიას და სავაჭრო ცენტრში მყოფებს მოუწოდა, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათები იწურებოდა. ამის მიუხედავად, ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო