კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიციაა მობილიზებული

კინოთეატრ "ამირანთან" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საპატრული პოლიციაა მობილიზებული, თუმცა, ადგილზე აქციის მონაწილეები ჯერ არ გამოჩენილან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, აქციაზე სამართალდარღვევის შემთხვევაში პოლიცია შესაბამის ზომებს მიმართავს.

"უკვე მესამე დღეა პოლიცია იცავს უსაფრთხოებას. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგიის და გამნაღმველების სამსახურები, ასევე შსს-ს შესაბამისი დანაყოფები. შსს მოუწოდებს როგორც ორგანიზატორებს, ასევე აქციაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ექნება ადგილი, პოლიცია გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს",- განაცხადა კახა ბუხრაძემ.

შეგახსენებთ, ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. ჩვენებას ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარში“ ეწინააღმდეგებიან. მათ 8-9 ოქტომბერს „ამირანთან“ აქციები გამართეს.

იხილეთ ვიდეო: კინოთეატრ "ამირანთან" პოლიციაა მობილიზებული

დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019
ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის