ლევან ვასაძის განცხადებით, აქვს მძაფრი განცდა, რომ "რაღაც საშიში გვიახლოვდება“

ბიძინა ივანიშვილი არის მფლობელი ამ ქვეყნის, უფრო სწორად მმართველი ამ ქვეყნის და მას რომ მონდომებოდა, შეეძლო აღეკვეთა ეს. ამიტომ მე შეურაცხყოფილი ვარ,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის რომ პოლიტიკაში მოვიდეს, იგივე ხალხი შეიძულებს 2 დღეში, ვინც აქ დგას. თუმცა, ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, აქვს მძაფრი განცდა, რომ "რაღაც საშიში, არეულობა გვიახლოვდება". მისივე თქმით, ამაში საზოგადოებრივ კრიზისს გულისხმობს, რადგან პოლიტიკა არ შეესაბამება საზოგადოებრივ მოთხოვნებს.

"ბიძინამ რაც უნდა ის ქნას, მაგრამ ეს არის ჩემი აბსოლუტურად გასიგრძეგანებული მორალური პოზიცია, როცა შენ ამორალურს დაუშვებ, ასეთ კატასტროფას, შენ აღარ გაქვს მორალური უფლება. ეს არა მარტო ჩემი პოზიციაა, ჩემი რეკომედაციაც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საფრთხისშემცველია, რადგან ცუდად დამთავრდება. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მე ვახსენე ჩვენი ბოლო შეხვედრა, ამის შემდეგ არ შევხვედრილვარ. ეს იყო დიდ მარხვას, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა",- განაცხადა ლევან ვასაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება