ხათუნა ლაგაზიძე - 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების ბედი დღეს ღამე წყდება

2020 წლის საპარლამენტი არჩევნების ბედი დღეს ღამე წყდება. ამ ბედს წყვეტს „არა ქართული ოცნება“, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არამედ წყვეტს ქართული ოპოზიციური სპექტრი, საქართველოს საზოგადოების აქტიური ნაწილი და დასავლეთი, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, ხაზგასასმელია შემდეგი ფაქტი, რომ დღეს ვიდრე პარლამენტში სხდომა დასრულდებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მსჯელობა დაბრუნებულიყო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ფორმატში. მისი თქმით, ამის მუხედავად კანონპროექტის განხილვა გადაიდო.

„ხვალისთვის რატომ გადაიდო?! მე ვფიქრობ, ერთ ერთი მთავარი არის ის, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია და საზოგადოება, რამდენად მძაფრი იქნება დასავლეთის რეაქცია. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების ბედი დღეს ღამე წყდება და ამ ბედს წყვეტს „არა ქართული ოცნება“, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არამედ წყვეტს ქართული ოპოზიციური სპექტრი. საქართველოს საზოგადოების აქტიური ნაწილი და დასავლეთი. თუ დასავლეთს საქართველო უღირს, ურთიერთდაპირისპირებაში ჩაფლულ ევროპას და ნატო-ს,(მაკრონის განცხადება ნატოს ტვინის სიკვდილის თაობაზე, პომპეოს განცხადება და ა.შ). ეს ყველაფერი საკმარისო საბაბია იმისათვის, რომ მათ ინტერესი შეუმცირდეთ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და მთლიანად ფორა ამ სივრცეში კვლავ რუსეთმა აიღოს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების, მათ შორის, დიმიტრი ხუნდაძის და ირაკლი შიოლაშვილის პოზიციას, რომლებიც ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემემაზე გადასვლას, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ „ისინი ახმოვანებენ ხელისუფლების პოზოციას“.

„მთავარია ის, ზოგადად რა ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი აქვს ოპოზიციას. ეს იქნება ოპოზიციის წაგება და არა „ქართული ოცნების“ წაგება. ოპოზიცია რომ მხარ-თეძოზე წამოწვა ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში და დარწმუნებული იყო რომ ხელისუფლება ამას ძალიან მარტივად გაიტანდა, ეს არის ოპოზიციის დანაშაული“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს