არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებას და დებატებს სთავაზობს

2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, ჩატარდება კონკურენტულად და ჩატარდება თავისუფალ გარემოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებას და პოლიტიკურ დებატებს სთავაზობს.

„რა თქმა უნდა, არსებობს კითხვა, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას და რა იქნება მომავალი. პირველ რიგში, მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, ჩატარდება კონკურენტულად და ჩატარდება თავისუფალ გარემოში. იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის დღეს ასახული კონსტიტუციაში. ასევე, მე ვთავაზობ ოპოზიციას, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, თუ მათ აქვთ არგუმენტები, თუ მათ შეუძლიათ რომ დაარწმუნონ უფრო ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მათი მხარდამჭერების ინ ნაწილი, ვინც პროტესტს გამოხატავს, მათ უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატი, საპარლამენტო დებატებში ჩაერთონ და აჩვენონ საზოგადოებას თავისი არგუმენტები, დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს არგუმენტები ღირს დესტაბილიზაციის მცდელობად. რა თქმა უნდა, არ ღირს, რომელსაც ისინი სამწუხაროდ მიმართავენ.

მეორე შეთავაზება არის, რომ ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა გავაგრძელოთ, ვინაიდან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება უდავოდ მნიშვნელოვანი. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვთავაზობ კიდევ ერთხელ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობაც და ჩაერთოს ამ პროცესში, რათა საშემოდგომო სესიაზე ბოლომდე მივიყვანოთ ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა“, - აცხადებს თალაკვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო