კახა ოქრიაშვილი - დღეს რომ ვიკითხოთ, რა არის კარგი და რა ცუდი მაჟორიტარულ სისტემაში, მოსახლეობის 99 % ვერ გვიპასუხებს - ხალხმა კი არა, პოლიტიკოსებმაც არ იციან, დებილები ყველგან არიან

დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ ერკვევა საარჩევნო სისტემებში, რადგან "დებილები ყველგან არიან ".

"დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი.

ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს," - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე