არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი აგრძელებს მუშაობას ყველა ის მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტმა განაახლა და აგრძელებს მუშაობას საშემოდგომო სესიით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ ვერ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს.

„პარლამენტმა მუშაობა განაახლა და აგრძელებს მუშაობას ყველა ის მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული. მათ შორისაა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა; არის საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია ხელფასების მნიშვნელოვანი მატება პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის. ასევე პენსიების ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ეს პრიორიტეტული მიმართულება დამუშავდება და დამტკიცდება 2020 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა