პროკურორის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა

გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალი წარუდგინეს.

როგორც პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების თაობაზე დადგენილება არ ჩაიბარეს, თუმცა ამის მიუხედავად, პროცედურის გათვალისწინებით აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს ბრალის წარდგენას.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების წარსადგენად მეორედ ვიყავით შემოსული, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი და ვახტანგ იაშვილი საგამოძიებო ოთახში არ გამოცხადდნენ ბრალდების წარსადგენად. შესაბამისად, არ ჩაიბარეს არც ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი და უარი განაცხადეს, ამის თაობაზე შედგენილი ოქმზე ხელის მოწერაზე. ბატონ ვახტანგ იაშვილს ვკითხეთ მიზეზი, თუ რატომ არ აწერდა ოქმს ხელს. იაშვილმა განაცხადა, რომ ის და ირაკლი ოქრუაშვილი ვერ შეთანხმდნენ, აქედან გამომდინარე, ვერანაირ დოკუმენტს ვერ მოაწერდა ხელს. შესაბამისად, თუ თქვენ მეკითხებით, რომ წარვუდგინეთ, თუ არა ბრალდება, გეტყვით, რომ მოცემული პროცედურა უკვე ბრალდების წარდგენად ითვლება.

ფაქტი, რომ ბრალდების წარსადგენად შემოვედით, დადასტურებულია, ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა, ან ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა დადგენილების ჩაბარების სინამდვილეს, ეს მისი უფლებაა. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ძალით ვერ მოაწერინებს ხელს“,-განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზე წარედგინებათ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა