თამარ ხულორდავას ინფორმაციით, უმრავლესობიდან გასული წევრები ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ

რა თქმა უნდა, იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში დათმობაზე როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს.

"სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და როდესაც რაღაც პროტესტია, როდესაც განცდაა, რომ რაღაც არასწორად მიდის, ამაზეც ნორმალური რეაგირება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, როცა არის ძალადობა, როდესაც არის კანონდარღვევა, ამაზეც სწორი რეაგირება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, იმ მოვლენებზე რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. სწორედ ამან უნდა განმუხტოს სიტუაცია, შექმნილ ვითარებაში. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ამას, იმედი მაქვს რომ ასე მოხდება. ჯერ-ჯერობით რადიკალური მოთხოვნებია ორივე მხრიდან და ეს შესაცვლელია. არც ბლოკირება მგონია სწორი და შემხვედრი ნაბიჯებიც საჭიროა ხელისუფლებისგან", -განაცხადა ხულორდავამ.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და დაადასტურა ინფორმაცია, რომ უმრავლესობიდან გასული წევრები ცალკე ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ.

"ახლა უკვე ამაზე ვფიქრობთ. დაგეგმილი არ გვქონია, არც რაოდენობა ვიცოდით რამდენი ვიქნებოდით. ფრაქცია იძლევა შესაძლებლობას საპარლამენტო ცხოვრებაში უფრო აქტიურად, სრულფასოვნად იყო ჩართული, მეტ დატვირთვას და მნიშვნელობას სძენს ჩვენს ხმას პარლამენტში. ჩემი პირადი სურვილია ფრაქციად ჩამოყალიბება, ჩვენ რამდენიმეს გვაქვს გადაწყვეტილი ერთად გავაგრძელოთ საქმიანობა თუმცა ეს ჯერ საკმარისი რაოდენობა არ არის ფრაქციისთვის, ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას", -დასძინა ხულორდავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო