არჩილ თალაკვაძე - ოზურგეთში საკმაოდ სასაცილო აქცია იყო, „ნაცმოძრაობას“ საჩუქრად დაჟანგული, ძველი ბოქლომი გადასცეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ ოზურგეთში, მის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან გამართულ აქციას და ბოქლომის დადებას სასაცილოს უწოდებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ქმედებაზე პასუხიც ყველამ ნახა.

„როგორც ყველამ ვნახეთ, ეს იყო საკმაოდ სასაცილო აქცია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა მაჟორიტარული ბიუროს ოფისში, სადაც იმართებოდა მოქალაქეების მიღება. ჩემი ბიუროს ხელმძღვანელი ყველა სამუშაო დღის განმავლობაში მოქალაქეებს იღებს და ესაუბრება. მათ სცადეს ბოქლომის დადება. როგორც ვხედავთ, ბოლქომის იქეთ ვერ მიდის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება და პოლიტიკური ხედვა, რაც სამწუხაროა. პასუხიც ყველამ ვნახეთ, საზოგადოება ადგილზე ძალიან სწრაფად შეიკრიბა, მათ შორის, ისინი ვინც მიღებაზე იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობას“ საჩუქრად გადასცეს დაჟანგული, ძველი ბოქლომი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს. მათი განცხადებით, ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიცია დაახვედრეს, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს