„ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევაზე  „მაგთის“ აბონენტებისთვის 20%-იანი ფასდაკლება ამოქმედდა

საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მოგზაურობა „მაგთის“ აბონენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „ მაგთის“ როუმინგული მომსახურების ნებისმიერი პაკეტის გააქტიურებისას, მომხმარებელი „ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევას 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს.

„ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევაზე ფასდაკლების მიღება ნებისმიერ სასურველ ქვეყანაში მოგზაურობისას შეიძლება. „მაგთის“ როუმინგული მომსახურების ჩართვა ან როუმინგის ინტერნეტპაკეტების შეძენა შესაძლებელია პორტალიდან MyMagti.com ან ტელეფონიდან *133# OK-ის აკრეფით. ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად კი მომხმარებელი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს - travel.aldagi.ge. საჭიროა მხოლოდ, შესაბამის ველში ჩაწეროს პრომო კოდი, რის შემდეგაც მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას სამოგზაურო დაზღვევაზე.

სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურობისას არასასურველი ხარჯების თავიდან აცილების საუკეთესო შესაძლებლობაა. სამოგზაურო დაზღვევა ფარავს მოგზაურობის პერიოდში გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებს. ამასთან მომხმარებელს შეუძლია დამატებით დააზღვიოს ფრენის შეფერხება, უარის მიღება ევროკავშირის ზონაში და პერსონალური პასუხისმგებლობა. დაზღვევის დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ - travel.aldagi.ge-ზე.

გაიაქტიურე როუმინგის მომსახურება „მაგთის“ ქსელში, მიიღე 20%-იანი ფასდაკლება სამოგზაურო დაზღვევაზე, გაემგზავრე სასრუველ ქვეყანაში და დაბრუნდი მშვიდად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა