„ჯივიპი“ 25 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

„ჯივიპი“, 25 ნოემბერს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 25 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 26 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; თაქთაქიშვილის, მირცხულავას, ავალიშვილის ქუჩებს; ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძისა და მოსეშვილის ქუჩების ნაწილს.

„ჯივიპი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. პროექტის ამ ეტაპზე შეიცვალა 260 მეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. კომპანიამ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა