დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, თუმცა მაჟორიტარები განაგრძობენ საკუთარ ინიციატივაზე მუშაობას და კანონპროექტს  დაარეგისტრირებენ

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, თუმცა მაჟორიტარები განაგრძობენ საკუთარ ინიციატივაზე მუშაობას და კანონპროექტს შემდეგ კვირას დაარეგისტრირებენ. დეპუტატი ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს და აცხადებს, რომ ისინი მათ კომპრომისს სთავაზობენ, კერძოდ, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ძლიერი და რეიტინგული კანდიდატი ეყოლებათ, მათ კონკურენტს არ დაუყენებენ.

"გუშინდელი ჩვენი შეთანხმება ლიდერთან დღეს გავაცანით უმრავლესობას. ჩვენ, მაჟორიტარები, არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის დარჩება შერეული სისტემით, როგორც არის დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ, 200 000 ხმის მოგროვებას, ახლა გვაქვს უფრო მეტი დრო. ამ კვირას ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს უფრო მეტად დახვეწილს და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას. ამას დაემთხვევა კიდევ რეფერენდუმი ან პლებისციტი 2020-2021-ში. ხალხის დამოკიდებულებაც გვეცოდინება და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, შეუძლიათ გამოხატონ, მაგრამ თუ კანონს დაარღვევენ, კანონი გასცემს პასუხს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა