აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯერ კიდევ ხედავს რესურსს, რომ პოლიტიკური პროცესები  პოზიტიურ კალაპოტში გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა გუნდს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ხედავს რესურსს, რომ პოლიტიკური პროცესები პოზიტიურ კალაპოტში გადავიდეს, თუ ეს ასე არ მოხდება, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დატოვებს თუ არა გუნდს.

„ვხედავ, რომ ჯერჯერობით გარკვეული რესურსი დარჩენილია პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადატანის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მივიღებ. მე ჩემი შეთავაზება გავაკეთე, რაც გუნდმა სამწუხაროდ, არ გაიზიარა, დანარჩენი პროცესები ძალიან მინდა გადავიდეს პოზიტიურ კალაპოტში, მოლაპარაკების მაგიდასთან. რამდენიმე დღეში გამოჩნდება ეს საით წავა, იქნება შემდგომი დაპირისპირება და პოლარიზაცია, თუ გადავა ნორმალურ პროცესში და ამის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს გამოჩნდება რამდენიმე დღეში,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა