ხათუნა ლაგაზიძე - პლებისციტის 2020 წელს ჩატარება არასერიოზულია

„მაჟორიტარ სალომე ზურაბიშვილის ტაქტიკას“ დავარქმევდი ამ ინიციატივას, - ამ სიტყვებით შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ქართული ოცნების“ მზადყოფნა, 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარები არ დააყენონ იმ ოლქებში, სადაც „ნაცმოძრაობის“ გარდა ოპოზიიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ იგივე სცენარით აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რა სცენარითაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში წარსდგა.

„ეს არის „ოცნების“ ტაქტიკა, ჯერ ერთი ოპოზიცია დაქსაქსონ და მეორე - მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილის ტაქტიკას დავარქმევდი მე ამას. ერთი-ერთზე გაიმეორებენ იმ სქემას, რომელიც პრეზიდენტის შემთხვევაში იყო ანუ ჩათვალეს, რომ თვალებში ნაცრის შეყრა კარგად გამოუვიდათ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, ვითომ სახელისუფლებო კანდიდატი არ იყო. ახლაც იგივე სქემით იმუშავებენ: „ქართული ოცნების“ სახელით არ წამოაყენებენ მაჟორიტარებს, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება სახელისუფლებლო კანდიდატი და ამით კვლავ ამომრჩევლის მოტყუებას შეეცდებიან. იტყვიან დამოუკიდებელი კანდიდატიაო, მაგრამ სახელისუფლებლო რესურსი ამ ვითომდა დამოუკიდებელ მაჟორიტარებზე იმუშავებს და ამომრჩევლისთვის მოტყუებისა და თვალში ნაცრის შესყრის მცდელობა იქნება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და როგორც დასძინა, იმ ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა პარტიები იქნება წარმოდგენილი, რეალურად არის გადაზღვევა იმის, რომ მომავალ პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ შეძლოს უპირატესობის მოპოვება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომ მზადაა, საარჩევნო სისტემაზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ჩატარდეს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს უმნიშვნელო საკითხია.

„პლებისციტის თემა არასერიოზულია - ან დადგება 2020 წლის არჩევნებზე ან არა. მანამდე იმდენი რამე შეიცვლება - ნაკლებად შესაძლებელი მგონია. საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ყურადღების გასაფანტად შეიძლება შემოიტანონ ეს თემა, თუმცა სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, არჩევნების დღეს ამ ინიციატივის შემოტანას ვერ გარისკავენ, ეს იქნება მათთვის ძალიან სერიოზული მინუსი“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს