პარლამენტთან მიმდინარე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

სტუდენტები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას „ყველა ერთის წინააღმდეგ" შეუერთდნენ. ისინი პარლამენტის წინ ხმაურით მივიდნენ. სტუდენტებმა მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყეს და პარლამენტის შენობასთან დაასრულეს.

სტუდენტები სკანდირებდნენ: "ბიძინა დაითვალე აბა რამდენი ვართ", "დაგვიბრუნეთ, მოპარული პროპორციული არჩევნები", "დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს", "ბიძინა, წადი, წადი". აქტივისტებს ბანერები ჰქონდათ გაშლილი - "ბიძინა მოსამართლეების მასტერი", "გადაგვაგდე?! გადაგაგდებთ", "ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!", "სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ".

სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსში, 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებული მეგობრების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ამასთან, აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი იზიარებენ აქციის "ყველა ერთის წინააღმდეგ" პათოსს, რომ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?