ლარი უმძიმეს დღეებს გადის - გადალახავს თუ არა 10 დეკემბარმდე 3.0-იან ნიშნულს?
"რა გადააკეთეს და რა გადმოაკეთეს არ ვიცი...“ – "ოცნება“ ე.წ. გერმანულ მოდელსაც ჩააგდებს“
***
ლარი უმძიმეს დღეებს გადის - გადალახავს თუ არა 10 დეკემბარმდე 3.0-იან ნიშნულს?
“ათასგვარი დაპირების მიუხედავად, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთად არაერთი ნაბიჯი გადადგეს ინფლაციისა შესაჩერებლად და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად, მაგრამ არათუ გამყარება, დასტაბილურებაც ვერ მოხერხდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი ისტორიულ მინუმუმს მიუახლოვდა. ფინანსისტების პროგნოზით, ლარი გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულს 10 დეკემბრამდე მიაღწევს. ივნისის მოვლენების და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ განვითარებული პროცესების უკუქცევისათვის სებ-მა და მთავრობამ რამდენიმე მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, თუმცა აქედან შედეგიანი არც ერთი არ აღმოჩნდა. ინფლაცია იმატებს, ლარი კი კვლავ უფასურდება და უფრო და უფრო მეტად უახლოვდება 3.0-იან ნიშნულს, არადა ამისაგან თავის დასაცავად და ინფლაციური წნეხის შესამცირებლად რომ ყველაფერი კეთდება, ხელისფულება მუდმივად ამაზე საუბრობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ლარი უმძიმეს დღეებს გადის - გადალახავს თუ არა 10 დეკემბარმდე 3.0-იან ნიშნულს? / "იანვრის ბოლოს რა ნიშნულიც დაფიქსირდება, იმაზე მეტ გამყარებას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ უნდა ველოდოთ"
"ეროვნულ ვალუტას ახლა ყველაზე კრიტიკული პერიოდი უდგას, როცა ორ ტურისტულ სეზონს შორის უძრავი პერიოდია, წინასაახალწლოდ იმპორტი მკვეთრად იზრდება, ქვეყნაში ადგილობრივი აგროპროდუქტები მცირდება და ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფულიც ახლა გაედინება. "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, ,,ბიზნეს-რეზონანსთან” სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას დაგვიანებულს და უშედეგოს უწოდებს. მისი პროგნოზით, ლარი გაუფასურების მაქსიმალურს ნიშნულს 10 დეკემბრამდე მიაღწევს. "ეროვნულ ბანკს ვერ წარმოუდგენია, რომ ინფლაციას ებრძოლოს ბაზრისთვის მეტი მომსახურეობის შეთავაზების მეთოდით. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, კი არ უნდა გაზარდოს, პირიქით, უნდა შეამციროს, რითაც საშუალება ექნებათ რეალური ეკონომიკის შემქმნელებს მეტი მომსახურება და პროდუქცია აწარმოონ. ჭარბი ფული კი (თუ ასეთი არსებობს), უნდა ამოიღონ სახაზინო ობლიგაციების მეშვეობით. ამას, რა თქმა უნდა, ვერ იზამენ, რადგან საფონდო ბაზარი ფაქტობრივად ჯიბეში უდევთ ბანკებს და განუვითარებელია. ამიტომაც ვართ ამ დღეში. ინფლაცია არის დისბალანსი საქონელსა და ფულად მასას შორის. გამომდინარე აქედან, ეროვნული ბანკის მოქმედებები არის არასწორი და სრულიად უშედეგო. სამწუხაროდ, ინფლაცია კიდევ მოიმატებს. ბოლო სტატისტიკითაც დადასტურდა, რომ შემცირდა მომხმარებლის მხრიდან საქონლისა და პროდუქციის შეძენა. ეს არის აშკარა შედეგი. მარტამდე თუ ინფლაციის ზრდა ვერ გაჩერდა, მერე აზრიც აღარ ექნება იმიტომ, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც აღარ იარსებებს. ეს პოლიტიკა არის ძალიან ცუდი”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ლარისათვის კრიტიკული შუალედია 18-22 დეკემბერი. 20-27 იანვრიდან კი იქნება დაბალი კურსი. იანვრის ბოლოს რა ნიშნულიც დაფიქსირდება, იმაზე მეტ გამყარებას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ უნდა ველოდოთ. დღეს პროგნოზირებას რთულს პოლიტიკური ვითარებაც ხდის. ქუჩის პროტესტი პირდაპირ აზარალებს ინვესტიციების შემოდინების პროცესს, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ლარზე. ისედაც შემცირებულია კაპიტალდაბანდების დონე და ამას, ალბათ, ტენდენციის სახე მიეცემა. ახლო პერიოდში ლარზე (5-10 დეკემბრის შუალედში) იმპორტიორთა მხრიდან საახალწლო მზადებაც იქონიებს. ამიტომაც 10 დეკემბრამდე ჩვენ ველოდებით, ლარის გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულს. შემდეგ წნეხი შედარებით მოიხსნება”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ. ლარს, ფინანსთა მინისტრი "ზედმეტად გაუფასურებულს” უწოდებს და ამბობს, რომ ყველა პარამეტრით გაცვლითი კურსი 10-15 პუნქტით ნაკლები უნდა იყოს. როგორც ჩანს, ხელისუფლების სამთავრობო გუნდისაგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, განწყობებზე მეტად, ეროვნული ბანკის როლი დაინახეს ინფლაციურ წნეხში, რომელიც დღითი დღე მძაფრდება. იმაზე, რომ ლარი არაბუნებრივად აღმა მიცურავს, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკების საპროგნოზო კომპანიებიც საუბრობენ. ბოლო თვეების განმავლობაში ,,თიბისი რისერჩს” და ,,გალტ ენდ თაგარტს” არაერთხელ გამოუქვეყნებია ანალიზი, რომ ლარი მალე უნდა გამყარდეს, თუმცა მუდმივად საპირისპირო ხდება”, - განაგრძობს გამოცემა.
"ანალიტიკოსი, რამაზ გერლიანი ამბობს, რომ მსგავსი გათვლა ბუნებაში არ არსებობს და ლარი, ზუსტად იმ ნიშნულზეა რაც მისი ბუნებრივი მდგომარეობით უნდა იყოს. ეს ფსიქოლოგიური ზღვარია და თუ ეროვნული ვალუტა ამ ზღვარს გადააბიჯებს, ეროვნული ბანკი მას ვეღარ მოთოკავს. "უცნუარი პოზიციებია. ფინანსთა მინისტრი ამბობს, იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა იყოსო. ბუნებაში არ არსებობს ასეთი გათვლა. რამდენიც უნდა იყოს, ზუსტად იმდენია. ფსიქოლოგიური მომენტის გამორიცხვა როგორ ხდება, ესეც გაუგებარია. მცურავი კურსის პირობებში, ბუნებრივი ნიშნული არ არსებობს. მოენტარული პოლიტიკის ნაწილში რა თქმა უნდა ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. ამას მუდმივად ვახსენებდით და ის არ რეაგირებდა. პრობლემაა ისიც, რომ იმპორტის ვექტორი, იმ ქვეყნებისკენაა, რომლებსაც არასტაბილური ვალუტები აქვთ. მათ იმპორტზე ვართ დამოიკიდებული. იქ კი, სადაც მყარია ადგილობრივი ვალუტა რატომღაც სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება არ მიმდინარეობს. კრიტიკა არ არის საკმარისი, პასუხი უნდა მოეთხოვოთ ეროვნული ბანკის მესვეურებს. დაგვიანებულია უკვე ყველა ნაბიჯი. წლის ბოლოა, როცა ლარზე წნეხი ისედაც უმაღლეს ნიშნულზეა. ერთადერთი მიზეზი, რაც ლარს აუფასურებს, ეს არის სებ-ის მიზანმიმართული ქმედება, რითიც მიმოქცევაში ზრდის ფულის მასას და ხელს უშლის დოლარის მასის მოძრაობას. ზოგიერთ კომერციულ ბანკებში, ლარი უკვე 3.0-ის ნიშნულზეა. ეს არის ფსიქოლოგიური ზღვარი. ამას თუ გადაახტა, სებ-ი უკვე ვეღარაფერს მოთოკავს”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს” გერლიანმა. ლარის გაცვლითი კურსი 26 ნოემბრის მდომარეობით დოლართან მიმართებით 2.98-ის ნიშნულზეა და ბოლო ერთი კვირაა თანდათან მიცოცავს 3,0-სკენ.
"რა გადააკეთეს და რა გადმოაკეთეს არ ვიცი...“ – "ოცნება“ ე.წ. გერმანულ მოდელსაც ჩააგდებს“
"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დეღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას გულისხმობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "რა გადააკეთეს და რა გადმოაკეთეს არ ვიცი...“ – "ოცნება“ ე.წ. გერმანულ მოდელსაც ჩააგდებს“
"ის ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. რა არის სიახლე ამ მოდელში - პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, თუმცა იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ექვსი, შვიდი ან რვამანდატიანი მაჟორიტარული ოლქები", - განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ქანთარია მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ამიტომაც ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „ჩვენ შევთანხმდით უკვე, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა დაიხურა იმიტომ, რომ როგორც ჩვენი კონსტოტუციონალისტები გვეუბნებიან, გერმანული საარჩევნო მოდელი თავისი არსით პროპორციულია და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა”, - დასძენს გამოცემა.
"ოპოზიცია კი თავისას ამბოს, რომ ჩვენ გავაგზავნით, მოვა დასკვნებიო და რა გადააკეთეს და რა გადმოაკეთეს არ ვიცი. თავისთავად გრმანული მოდელი კი ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მე ვერ დავუჭერდი მხარს, რადგან ის დეღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ", - განაცხადა ქანთარიამ. შეგახსენებთ, რომ ნუკრი ქანთარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა”, - წერს სტატიის ავტორი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"