დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა

დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, თამაზ ნავერიანი და ნინო წილოსანი. პარლამენტში იმყოფებიან ირაკლი(დაჩი) ბერაია და მერაბ ქვარაია.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულები. ისინი იმყოფებიან როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სწორედ სამართალდამცავების კონტროლის მეშვეობით უწევთ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.

ამასთან, აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელებთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა სურთ, ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა