ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ფორმალურად მაინც მოახდენს რეაგირებას ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ბუდაღაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ გამოძიება ფორმალურად მაინც დაიწყება, თუმცა შედეგებზე საუბარი რთულია.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გათავისუფლებას სთვაზობდნენ, თუ ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა. მისივე თქმით, ზურაბ ბუდაღაშვილი პოლიტიკური პირი არასდროს ყოფილა და დღეს, სხდომაზე ცალსახად აღნიშნა, რომ „მისი პოზიცია მხოლოდ სიმართლის ირგვლივ იქნება".

„ინფორმაცია მეტად მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობას შეიცავს. საზოგადოებისთვის ცხადი ხდება, რა ფორმით ცდილობს ბრალდების მხარე მოიპოვოს არარსებულ საქმეზე მტკიცებულებები, ხელოვნურად როგორ უნდა შექმნას პოლიტიკოსების მიმართ გარკვეული მტკიცებულებები. ამასთან, წირავენ რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც პროტესტი ძალიან გულღიად გამოხატეს სერგეი გავრილოვის ჩამოსვლაზე და (პარლამენტის თავმჯდომარის) სავარძელში მოთავსებაზე. როგორც ჩანს, მათ ემუქრებიან. ამასთან ერთად, ციხეში ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც უტოლდება წამებას ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ფორმალურად მაინც მოახდენს რეაგირებას ფაქტზე",- განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს